პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 26 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე.
ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „პირველი სერიოზული და კონკრეტული წინსვლა დიდი ხნის განმავლობაში“.
ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა „აუცილებელია“ და ეს „სიამოვნების საკითხი კი არა, საჭიროებაა“.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის, მაგრამ რუსეთი „ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკებების გასაჭიანურებლად“.
ზელენსკიმ პუტინის მიერ მასთან მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაც შეაფასა, როგორც „საუკეთესო გზა მოლაპარაკებების ჩასაშლელად“. მან დასძინა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ომის დასრულების სურვილი არ შეინიშნება.