6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
უკრაინის ევროპული ინტეგრაცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის მთავარი თემები იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით განსაკუთრებული ყურადღება ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტს დაეთმო, რომლის დამტკიცება მომავალ კვირას იგეგმება.
„ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს: მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი დაუყოვნებლივ იყოს მიღებული, უკვე შემდეგ კვირას“, - წერს ზელენსკი.