ზელენსკი: უკრაინისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტია მისი არმიის გაძლიერებაა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტია მისი საკუთარი არმიის გაძლიერება და სამხედრო წარმოების სიმძლავრეების გაზრდაა. ამის შესახებ მან პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების სტრუქტურა ამ ეტაპზე ვერ გაცხადდება, თუმცა მან მთავარი პრიორიტეტები დაასახელა.

„ამ შეთანხმებების სტრუქტურა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამჟამად ვერ გამჟღავნდება. მთავარი საყრდენი უკრაინის არმიის გაძლიერება და შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაზრდაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკრაინული არმიის შესაძლებლობების შეუზღუდაობაა.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა ციფრები, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს უკრაინაში უცხოური კონტინგენტის შესაძლებლობების შეფასება.