ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის იერიშს ბავშვი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

ზაპოროჟიე

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი მოზარდი, არიან დაშავებულები.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოიაკოვლივკას დაესხა თავს. მათ მოკლეს 15 წლის ბიჭი. დაშავებულები არიან მისი 12 წლის ძმა, რვა წლის და და მშობლები. ასე „სურს რუსეთს მშვიდობა“. ისინი აგრძელებენ ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, კლავენ ჩვენს შვილებს. ეს მათი ტაქტიკაა? დემონსტრაციულად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ მოკვლა. ტერორისტული სახელმწიფო“, – წერს ერმაკი.