ვიდრე უკრაინა ამერიკულ დახმარებას ელოდება, რუსებმა შესაძლოა ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვონ - ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

ომი

ვიდრე უკრაინა ამერიკულ დახმარებას ელოდება, რუსებმა შესაძლოა ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვონ, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს უკრაინული დაცვის გარღვევა მაინც გაუჭირდებათ.

რუსული აგრესია კი უკრაინის წინააღმდეგ ბოლო კვირაში გააქტიურდა. გამთენიისას, რუსულმა არმიამ მიკოლაევზე ავია იერიში მიიტანა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტების მთავარი სამიზნე, ენერგო სისტემა და გაზსადენია, რომლითაც უკრაინის გავლით, ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება.