1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში კიდევ ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსებმა კონტროლი დაამყარეს კატერინოვკასა და იურიევკაზე. გარდა ამისა, მათ დონეცკის ოლქში ცხრა დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწიეს.
თუმცა, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) ვარაუდობს, რომ რუსულმა ჯარმა აგრეთვე დაიპყრო ელიზავეტოვკა, ილინკა და, სავარაუდოდ, რომანოვკა.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მიერ მოპოვებული გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტებმა დაბა ტრუდოვოეს მიმართულებითაც წაიწიეს წინ, რომელიც ქალაქ უგლედარის ჩრდილოეთით მდებარეობს. რუსების წინსვლა შეინიშნება დაბა დიდი ნოვოსიოლკის მიმართულებითაც.