1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ბარგილევიჩი აცხადებს.
ბარგილევიჩის თქმით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც რუსეთმა კურსკში გაგზავნა, საერთო-საჯარისო ქვედანაყოფები არიან.
„ისინი შორეული აღმოსავლეთის მკვიდრი მოსახლეობის სახელით არიან, შესაბამისი დოკუმენტები შენიღბული. მომზადებული არიან ევროპულ ნაწილში ოპერაციების საწარმოებლად“, – აღნიშნა ბარგილევიჩმა.
შეგახსენებთ, მანამდე სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვა იტყობინებოდა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები, რომლებიც ადრე რუსეთში გაგზავნეს, იმყოფებიან კურსკის ოლქში და უკვე აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ.