1787341694
უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულებს შორის 23 ბავშვია
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულმა დრონებით თავდასხმამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130 პირი დაშავდა.
გენპროკურატურის ინფორმაციით, დარტყმა გუშინ მოხდა. დაშავებულებს შორის 23 ბავშვია, ხოლო 29 მძიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დასაწყისში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა სამაშველო სამუშაოების პარალელურად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა.











