უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება კვლავ რთული რჩება, რუსული ძალები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას და დრონებით თავდასხმებს თავდაცვის ძალების პოზიციებზე

ომი უკრაინაში

უკრაინის სამხრეთში ვითარება კვლავ რთული რჩება, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათის განმავლობაში 33 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

„სამხრეთ უკრაინაში ვითარება კვლავ რთული რჩება. მტერი აგრძელებს საარტილერიო დაბომბვას და დრონებით თავდასხმებს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე, ასევე აქტიურად იყენებს ავიაციას, მათ 50-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოლექსანდრივსკის სექტორში რუსულმა ძალებმა 11 თავდასხმა განახორციელეს იანვარსკესა და ზლაგოდას მახლობლად, ასევე ივანოვკისა და ნოვი ზაპოროჟიეს მიმართულებით.