რუსეთმა ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ხუთი, სულ მცირე, ათი კი დაშავდა, უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ხარკოვი

რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 86 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 76-ის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებზე. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამჟამად მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.