პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსებმა უკრაინას სამხრეთიდან შეუტიეს. გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე ირანული წარმოების „კამიკაძე დრონებით“ თავდასხმა განახორციელა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან უკრაინის ძალებმა 14 გაანადგურეს.
„რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას სამხრეთიდან შეუტიეს ირანული წარმოების შაჰედ-136/131 დრონებით.
საერთო ჯამში, დაფიქსირდა 17-მდე უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიიდან.
საჰაერო სარდლობის ძალებმა გაანადგურეს 14 „შაჰედი“, - აღნიშნავს საჰაერო სარდლობა.
მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთ საწარმოზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა