„ბედობასაც გილოცავთ ბარემ...“ - ნინიკო მამარდაშვილი ვიდეოს გვიზიარებს
1735834163
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა ქალაქის საცხოვრებელი რაიონი, განადგურებულია ორსართულიანი სახლი და ავტოსალონი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი ბავშვი დაშავდა.
საერთო ჯამში, ფიოდოროვის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. რვა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.