რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილ ბუდანოვსა და უკრაინელ სამხედროებს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილ ბუდანოვსა და უკრაინელ სამხედროებს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსს, კირილ ბუდაონვსა და კიდევ რამდენიმე უკრაინელ სამხედროს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. ოკუპანტი ქვეყანა უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე, "ტერორისტული აქტების" მოწყობაში ადანაშაულებს

საუბარია გასულ ზაფხულს, მოსკოვზე, დრონებით გახშირებულ თავდასხმებზე. საფრენმა აპარატებმა რუსეთის დედაქალაქს ორჯერ მიაღწიეს, ხოლო მაისში ორი მათგანი კრემლის თავზეც აფეთქდა.

ბუდანოვს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე (ტერორისტული თავდასხმა) მუხლით წაუყენეს. მასთან ერთად ბრალდებულები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი, საზღვაო ძალების სარდალი ალექსეი ნეიჟპაპა, ასევე 383-ე ცალკეული პოლკის მეთაური.

უკრაინას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე, მაგრამ ბუდანოვმა არ უარყო მონაწილეობა ქერჩის ხიდზე აფეთქებაში.

რუსეთი ბუდანოვს და სხვა სამხედრო პერსონალს ადანაშაულებს „2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე 100-ზე მეტი საჰაერო თავდასხმის ორგანიზებაში და განხორციელებაში მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის, ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ქალაქ სევასტოპოლის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრაიანსკის ოლქებში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონები“.