რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

თავდასხმა ოდესაზე

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ავრცელებენ. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.