მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
Philip Morris International Inc რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს, გარდა ამისა, კომპანია წარმოებასაც ამცირებს.
კომპანიის აღმასრულებელი საბჭო რუსეთის ბაზრიდან გასვლაზე მუშაობს. Philip Morris International Inc-მა რუსეთში სიგარეტის რამდენიმე სახეობის შეტანა უკვე შეწყვიტა. შესაბამისად, ამცირებს კიდეც წარმოებას. ასევე, ქვეყანაში მარკეტინგული საქმიანობაც შეჩერდა.
Philip Morris International-მა რუსეთში 2022 წლისთვის დაგეგმილი ყველა პროდუქტის შეტანა შეაჩერა, მათ შორის IQOS ILUMA-ც მოხვდა, რომელიც თავდაპირველად 2022 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი.
"ჩვენ რუსეთში 3 200-ზე მეტ ადამიანი დავასაქმეთ. მართალია, ვაგრძელებთ მათთვის ხელფასის გადახდას და ჩვენი კანონიერი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა ამავდროულად ვამცირებთ წარმოებას და ვეძებთ უმტკივნეულო გზებს, დავტოვოთ რუსეთის ბაზარი" - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იაცეკი.
რუსეთში კომპანიის მთლიანი პროდუქციის მოცულობის თითქმის 10% შედიოდა, ხოლო კომპანიის წმინდა შემოსავალი 6%-ს შეადგენდა.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ:
1. ჩერდება რიგი სიგარეტის ნაწარმის გაშვება რუსეთის ბაზარზე და მცირდება წარმოება;2. შეჩერებულია Philip Morris International-ის მარკეტინგული საქმიანობა;3. უქმდება 2022 წელს დაგეგმილი პროდუქციის გაშვება რუსეთში, მათ შორის, Iqos Ilumia;4. 20 მილიარდზე მეტი Terea-ს წარმოების გეგმაც გაუქმდა, რითაც რუსეთის ბაზარმა 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაკარგა.