რეგულარულმა გამოყენებამ, შესაძლოა, სასიკვდილო პრობლემებამდე მიგიყვანოთ - უახლესი კვლევა
1758479466
პუტინმა აივ ინფექციით, ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფები ომში საბრძოლველად გაგზავნა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ.
ეს ჯარისკაცები ავადმყოფობის აღმნიშვნელ სამკლავურებს ატარებენ და პოკროვსკის მახლობლად იბრძვიან.
„არსებობს ინფორმაცია, რომ ეს სამხედროები ყველაზე ცხელ წერტილში - პოკროვსკში იმყოფებიან“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის (USCC) აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, რუსი მედიკოსების მიერ არასტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებამ, აივ ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. თუმცა, ექსპერტების თქმით, ბრძოლის ველზე ამდენი ავადმყოფი ჯარისკაცის ყოფნა საფრთხეს უქმნის უკრაინის ძალებსაც.
პოროვსკის ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე, დანაყოფებმა წვრთნები ოკუპირებულ უკრაინაში, მათ შორის ხერსონსა და ზაპოროჟიეში, ასევე ყირიმში გაიარეს.
უკრაინაში მყოფ რუს ჯარისკაცებს შორის აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა - კარნეგის ცენტრის ანალიზის თანახმად, 2023 წლის ბოლოს ვირუსის მატარებელთა რიცხვი 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ომის დასაწყისში.