პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა, მადლობა ლიდერობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს კიევში ჩასვლისთვის.
„დღეს ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს ვმასპინძლობთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ჩამოსვლისთვის. ეს უკრაინის მხარდაჭერის დროს უდიდესი მომენტია. სხვა რა შემიძლია, ვთქვა? ძალიან ვაფასებ ამას. პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის ფართომაშტაბიანი შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა. მადლობა ლიდერობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.