პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან „მედიკა-შეგინის“ გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან „მედიკა-შეგინის“ გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან „მედიკა-შეგინის“ გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონული სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონურმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პოლონელი ფერმერების მიერ გზის ბლოკირება დასრულებულია, ამჟამად მომიტინგეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. აღნიშნულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების ყველა კატეგორიის გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება.

პოლონელმა ფერმერებმა „მედიკა-შეგინის“ გამშვები პუნქტი 23 ნოემბრის დილიდან გადაკეტეს. უკრაინული მედიის ცნობით, პოლონელი ფერმერები ხელისუფლებისგან სასოფლო-სამეურნეო გადასახადის 2023 წლის დონეზე შენარჩუნებას ითხოვენ. ასევე შეშფოთებას გამოთქვამდნენ ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან – ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გეგმის გამო.