ოდესაში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ოდესა

ოდესაში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

დაზიანებულია ათამდე საცხოვრებელი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.