„ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა...“ - დეკემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1733380920
შობა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ საოცარ დღეს ქვეყნები სხვადასხვა დროს, მათთვის დამახასიათებელი წესებისა და ტრადიციების დაცვით აღნიშნავენ. მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი შობას სწორედ დღეს ზეიმობს, მათ რიცხვში შედის საქართველოც.
ჩვენს ქვეყანაში შობა საღამოს ყველა ოჯახში ფანჯარასთან სანთელი ინთება, საშობაო ღვეზელები ცხვება და ქუჩაში საგალობლების სასიამოვნო ხმა ისმის.
როგორ აღნიშნავენ და რა უცნაური ტრადიციები ახლავს შობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.
ნორვეგია
შობის ღამეს ნორვეგიელთა ოჯახებში ცოცხს ვერსად იპოვით. შობის დღესასწაულზე ისინი ცოცხებს საგულდაგულოდ მალავენ. ეს ტრადიცია სათავეს იმ დროიდან იღებს, როცა მოსახლეობას ბოროტი სულების არსებობის სჯეროდა. მიიჩნეოდა, რომ ჯადოქრები შობის ღამეს ცოცხის ძებნას იწყებდნენ და თუ მიაგნებდნენ მთელ ქალაქს შემოუფრენდნენ.
სწორედ ამიტომ, დღემდე, შობის ღამეს, ნორვეგიაში უამრავი ადამიანი ცოცხს უსაფრთხო ადგილას მალავს.
გერმანია, პოლონეთი, უკრაინა
გერმანიაში, პოლონეთსა და უკრაინაში ნაძვის ხეს ობობის ქსელებითა და ხელოვნური ობობეთი რთავენ. ლეგენდის თანახმად, ძველად ერთი მოხუცებული ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ნაძვის ხის მოსართავად საკმარისი თანხა არ ჰქონდა. მისი გახარება თავის თავზე ობობებმა აიღეს, რომლებმაც ხნიერ ქალბატონს ნაძვის ხე ქსელებით მოურთეს. როგორც ამბობენ, მზის სხივების მოხვედრის შემდეგ ქსელები ოქროდ და ვერცხლად იქცა.
სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში ნაძვის ხეების მსგავსად გაფორმება წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანად ითვლება.
გერმანია
თუ ამ დღესასწაულს გერმანიაში ხვდებით, მაშინ ნაძვის ხეზე დაუყოვნებლივ მოძებნეთ პიკულის ფორმის სათამაშო. ტრადიციის მიხედვით, ვინც დეკორაციას პირველი ნახავს, დამატებით საჩუქარს მიიღებს და წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული იქნება.
პორტუგალია
პორტუგალიაში ტრადიციულ საშობაო წვეულებას სპეციალური კერძის დაგემოვნებით იწყებენ, რომელსაც კონსოადა ჰქვია. ამ დროს სასადილო სუფრაზე უამრავი ცარიელი თეფში დევს, რომლებიც გარდაცვლილი ნათესავების საპატივსაცემოდაა განკუთვნილი. პორტუგალიელებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედება ოჯახის ერთობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ვენესუელა
არ გაგიკვირდეთ, თუ საშობაო პერიოდში, ვენესუელაში გორგოლაჭებზე მოსიარულე ადამიანებს დაინახავთ. შობის კვირაში მოსახლეობა ყოველდღიურ საეკლესიო მსახურებას ესწრება, საცობების თავიდან არიდების მიზნით კი ისინი გორგოლაჭებით გადაადგილდებიან. უცნობია საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს. თუმცა, ეს მოვლენა იმდენად პოპულარუალია, რომ ქვეყნის მთავრობა საშობაო დღეებში უამრავ ქუჩას კეტავს, რათა მანქანებმა ხალხს მოძრაობაში ხელი არ შეუშალოს.
იტალია
იტალიაში საშობაო საჩუქრებს სანტას ნაცვლად ჯადოქარი ბელფანა არიგებს. ის სახლებში საკვამურებიდან შედის და იმ ბავშვებს, რომლებიც კარგად იქცეოდნენ, ღამით წინდებში ტკბილეულს უტოვებს. ბელფანა ყველა ოჯახს სტუმრობს. ყოველ წელს ჯადოქრის მოსვლას უამრავი ბავშვი მოუთნენლად ელის.
ჩეხეთი
ქვეყნებს არც ჩეხეთი ჩამორჩება. შობის ღამეს მარტოხელა ქალები კარებთან ზურგით დგებიან, ფეხსაცმელს იხდიან და მას მარჯვენა ხელით კარის მიმართულებით ისვრიან. ჩეხებს მიაჩნიათ, რომ თუ ფეხსაცმელი კართან ქუსლით დაეცა, ქალი ნამდვილი სიყვარულის პოვნას კიდევ 12 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, ხოლო თუ პირიქით მოხდა, მაშინ ის იმ წელს აუცილებლად გათხოვდება.