რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
"ჩვენ არ წავალთ დონბასიდან. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დონბასი რუსებისთვის არის ბიძგი სამომავლო ახალი თავდასხმისთვის. რამდენიმე წელი და პუტინს გახსნილი ექნება გზა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც და არამხოლოდ. ასევე, ხარკოვზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის ჩაბარებას, რადგან ამის უფლება არ მაქვს. საქმე არ არის იმაში, რომ კონსტიტუციის უკან ვიმალები. სახელმწიფო რა არის, კერძო საკუთრებაა? დონეცკის ოლქის 30% რა არის, ჩემი კერძო საკუთრებაა? ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია, რომლის გამოყოფა შეუძლებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.