„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90%-ი ჩამოაგდეს, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით კი მდგომარეობა უფრო ცუდადაა.
„დარტყმა კომბინირებული იყო: მრავალი ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტა და დრონი. სამწუხაროდ, ამჟამად ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე რთულია. თუ ამ დარტყმის დროს ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმამ 200-ზე მეტი ობიექტი დააზიანა, მათ შორის 86 სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, სოციალური ინფრასტრუქტურა და საცალო ვაჭრობის ობიექტები. „რუსეთის ამ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ, ისევე როგორც რუსეთის სხვა დარტყმებს - ვუპასუხებთ სამართლიანად და შორ მანძილზე. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი ძალები კიდევ უფრო მეტ რესურსს მიიღებენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. საღამოს რუსებმა დედაქალაქს კვლავ დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.