მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1756395357
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი. ისინი 2, 14 და 17 წლის იყვნენ. კლიმენკოს თქმით, კიდევ ათ ადამიანს ეძებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა გვიან ღამით კიევზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა. რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.