კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი

კიევი

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიევში დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. მათ შორის არის 12 წლის გოგონა.

კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად სოლომენსკის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი. ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი. საგანგებო სამსახურები მობილიზებულები არიან დედაქალაქის ექვს რაიონში 20 ლოკაციაზე. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობაც. ერთ-ერთი რუსული დრონი ჩამოვარდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კი ავტოსადგომზე, სადაც შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაზიანდა კიევის სხვადასხვა რაიონებში მდებარე კერძო სახლები.

ოდესის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ღვინის ქარხანაში. საწარმოდან ევაკუირებული იყო 50 ადამიანი. ასევე დაზიანდა კერძო სახლებიც.

რუსეთი სამიზნე ასევე იყო ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც თავდასხმის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი. რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლს. შედეგად ბინებში გაჩნდა ცეცხლი. დაშავებულებს შორის არის სამი ბავშვი.