ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემთხვევის ადგილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.
„ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რაც ყოველდღიურად ხდება. მათი გადაწყვეტილებები – ჩვენი ხალხის სიცოცხლეა. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გავაკეთოთ ეს ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ზელენსკი.