1772112318
გერმანიის კანცლერმა ჩინეთის პრეზიდენტს სთხოვა, რუსეთზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს, რათა დაარწმუნოს კრემლი, უკრაინაში ომი დაასრულოს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს სთხოვა, რუსეთზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს, რათა დაარწმუნოს, უკრაინაში ომი დაასრულოს.
ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა სი ძინ პინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ პეკინიდან წამოსულ სიგნალებს მოსკოვში ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ეს როგორც სიტყვებს, ასევე ქმედებებს ეხება“, – თქვა მერცმა.
სი ძინპინმა კი ფრიდრიხ მერცს უთხრა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ყველა მხარის ლეგიტიმური ინტერესები და უზრუნველყოს მათი თანაბარი მონაწილეობა პროცესში.












