7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
1714470076
ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში, გამთენიისას, აფეთქებები იყო. სოციალური ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ჩანს.
დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების გამოცემა "ასტრა" იტყობინება, რომ ქალაქ ჯან-კოიში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაცია მხარეებს ჯერ არ გაუვრცელებიათ.
რაც შეეხება ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე - გასულ ღამით ოკუპანტებმა ხერსონის, ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლივკას დასახლებები დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ცხრა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
1714470076