ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი აშშ-ს აღარ ექნება - კაია კალასი

კაია კალასი

ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი აღარ ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი და იმედია, ამერიკის შეერთებული შტატებიც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ევროკავშირი ასევე მზად არის, გადაიბაროს ეს ლიდერობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატებს აღარ ექნება ამის სურვილი“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა აღნიშნა, რომ „არ უნდა დავიწყოთ სპეკულაციები აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის შესახებ“.

მისივე თქმით, აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი იყოს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში.