შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან დიალოგისთვის.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ირანული დრონების განახლების პროცესს, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ომის დროს განხორციელდა. ამჟამად, ზელენსკის თქმით, ეს დრონები თავს ესხმიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მის ქვეყანას უზარმაზარი ცოდნა აქვს მიღებული ბრძოლის ველზე.
ნეთანიაჰუსთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ მას შესაძლო საუბრის თაობაზე მიმართა და ის ამისთვის მზადაა.
„მას აქვს ის, რაც მე მჭირდება, ხოლო მე მაქვს ის, რაც მას სჭირდება. ამიტომ, მე მზად ვარ ამ დიალოგისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.