ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, უკრაინის მოთხოვნით, დღეს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება „უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ“.

ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინული მხარე ელოდება დისკუსიას ერთობლივ ნაბიჯებზე, რათა პასუხი გაეცეს „რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას“.

„ჩვენ მადლიერები ვართ ნატო-სა და ყველა მოკავშირის, რომლებიც განაგრძობენ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას და მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას. ომის გაჭიანურების შედეგად მოსკოვმა უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს“, – აცხადებს სიბიგა.