1769027328
„ზოგჯერ დიქტატორი გჭირდება“ - ტრამპი პასუხობს კრიტიკოსებს, რომლებიც მას „დიქტატორს“ უწოდებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიღებული დადებითი გამოხმაურებებით იტრაბახა. მისი თქმით, კრიტიკოსები მას ხშირად „დიქტატორს“ უწოდებენ, თუმცა ამჯერად შეფასებები მოულოდნელად პოზიტიური აღმოჩნდა.
„ჩვენ შესანიშნავი შეფასებები მივიღეთ. ვერ ვიჯერებ. ჩემს გამოსვლას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც წესი, ამბობენ ხოლმე, რომ საშინელი, დიქტატორული ტიპის პიროვნება ვარ. მე „დიქტატორი“ ვარ, მაგრამ ზოგჯერ დიქტატორი გჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან მიღებაზე.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერად კრიტიკოსებისგან მსგავსი ტონი არ მოუსმენია.
„ამ შემთხვევაში მათ ეს არ უთქვამთ. არა, ეს უბრალოდ საღი აზრია. ყველაფერი საღ აზრს ეფუძნება“, - დასძინა მან.












