გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ხილს, რომელიც ჩვენს სხეულში „დაბერებას ებრძვის“
1785781177
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს“, რათა ზამთრის დადგომამდე რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ უბიძგოს.
თუმცა მან აღნიშნა, რომ კიევმა იცის, „ვისთან აქვს საქმე“ და დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინი მობილიზაციის ახალ ტალღასა და უკრაინაზე მორიგ დარტყმებს ამზადებს.
უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გასულ წელს „რთული ზამთარი“ გადაიტანა და ახლა პრიორიტეტი ქვეყნის კიდევ ერთი ასეთი პერიოდის მშვიდობიანად გადალახვაა.
უკრაინის ლიდერის თქმით, მას არ შეუძლია „100%-იანი სიზუსტით“ იწინასწარმეტყველოს, როდის გამოიწვევს დიპლომატიური ძალისხმევა, კიევის წინააღმდეგობა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები „იმ დონის ზეწოლას, რაც რუსეთს, მშვიდობის გარდა, სხვა ალტერნატივას არ დაუტოვებს“.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ეს ამ შემოდგომაზე მოხდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„მაგრამ ჩვენ მკაფიოდ გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე და რომ პუტინს იმედი აქვს, ეს ომი კიდევ უფრო დიდხანს გააჭიანუროს. ის ამზადებს მობილიზაციის კამპანიას საკუთარ ქვეყანაში და ახალ დარტყმებს. ჩვენ ვხედავთ რუსეთის რეალურ განზრახვებს“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.