ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, გააფართოონ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, გააფართოონ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის ტერიტორია.

„გავაანალიზეთ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების ეფექტურობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიღწეული შედეგები. რუსული ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია უკვე იხდის ხელშესახებ ფასს ომისთვის და გადაიხდის კიდევ უფრო მეტს. განვსაზღვრეთ ამოცანები გეოგრაფიის გასაფართოებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.