დღეს ნიკოლოზობაა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1766088272
უკრაინას მოუწევს დრონების წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება, თუ კიევი გაზაფხულზე ევროკავშირისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„თუ უკრაინა გაზაფხულზე არ მიიღებს შესაბამის ტრანშს, რომელსაც მშვიდობის შემთხვევაში სახელმწიფო აღდგენისთვის გამოიყენებს, ხოლო ომის გაგრძელების შემთხვევაში - შემდეგი პრიორიტეტებისთვის, პირველ რიგში კი დრონების წარმოებისთვის, უკრაინა მნიშვნელოვნად შეამცირებს დრონების წარმოებას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.