2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
უკრაინა არც დე ფაქტო და არც დე იურე დონბასს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება რუსების პოზიციას, სანამ ის არ შეიცვლება, თქვენ იცით, ჩვენი დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია, მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე – არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი განიხილება, მაგრამ უკრაინა დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსულად არ აღიარებს.
„ჩვენ არც დე იურე და არც დე ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად – დროებით ოკუპირებულ ნაწილად. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, ეს მთავარია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, იმედი აქვს, რომ დოკუმენტების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინული დოკუმენტების დასრულების შემდეგ, აშშ-ის მხრიდან უახლოეს დღეებში რუსეთთან კონსულტაციების გამართვაა მოსალოდნელი.
„და ამის შემდეგ, ისინი კონსულტაციებს გამართავენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შემდეგ ჩვენი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებიან. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირასაც კი. ამ შეხვედრის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. ლიდერების დონეზე შეხვედრას განვიხილავთ, სულ მცირე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა,რომ ამჟამად რეფერენდუმის განხილვა არ მიმდინარეობს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული თუ იქნება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.
„დღეს ჩვენს პარტნიორებთან კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ მზად ვარ არჩევნებისთვის. იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხი ამისთვის მზად იყოს, აუცილებელია კანონმდებლების თანამშრომლობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ლეგიტიმური არჩევნების ან ლეგიტიმური შედეგებით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.