ზელენსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას შეხვდა

ზელენსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჟგოროდში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ ანტონიუ კოშტას უკრაინაში ჩამოსვლისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ დღეს აქ ხართ და უკრაინას უჭერთ მხარს. ვიცით თქვენი ინტენსიური გრაფიკის შესახებ, თუმცა მაინც გამონახეთ დრო უკრაინის მხარდასაჭერად და მადლობა ამ რეგიონში ჩამოსვლისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ანტონიუ კოშტას შეხვდა უკრაინაში ევროკავშირის ელჩს, კატარინა მატერნოვაც. ამის შესახებ ინფორმაციას მატერნოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ბევრი ლიდერი იკრიბება უჟგოროდში. მიხარია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტას ვმასპინძლობ ზაკარპატიაში. პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ჩვენ შევუერთდებით ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ლიდერებს რეგიონული ხელისუფლების კონგრესზე“, – წერს მატერნოვა.