ზელენსკი: ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის

ზელენსკი

მადლიერი ვარ ევროკავშირის ყველა ლიდერის, უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ერთობლივი სესხის გაცემას ითვალისწინებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები მობილიზებული დარჩეს.

„ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები მობილიზებული დარჩეს და უკრაინამ მომდევნო წლებისთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღოს. მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად, ჩვენ ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.