რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში იმყოფება, სადაც დიპლომატიურ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
„გაიმართება ორმხრივი შეხვედრა კანცლერ მერცთან, შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ვიდეოკონფერენციაში ევროპელ ლიდერებთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთნ, რუტესა და აშშ-ის პრეზიდენტთან, ტრამპთან ერთად“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი.
ნიკოფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ღია ფორმატში „მსურველთა კოალიციის“ ონლაინ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ბერლინის დროით 16:00 საათზე, შესაძლებელია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ფრიდრიხ მერცმა ერთობლივი პრესკონფერეცია გამართონ მედიისთვის.