შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინაც მზად არის ანალოგიური ქმედებისთვის
„ცეცხლის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს. ეს ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ქალაქების, სოფლების განადგურების შეწყვეტას, ელექტროსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფას. ამით უზრუნველყოფს დიპლომატიისთვის საჭირო დროსა და პირობებს შედეგების მისაღწევად. უკრაინა ყოველთვის მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ ომში, რომელსაც რუსეთი ევროპაში ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სიჩუმეს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში, რაც გზას უხსნის დიპლომატიურ მუშაობას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ქმნის სწორ წინაპირობებს შეთანხმებების მისაღწევად. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა გადადგა ეს დიპლომატიური ნაბიჯი.
„უკრაინა კიდევ ერთხელ უმეორებს რუსეთს: ჩვენ მზად ვართ, ანალოგიურად ვუპასუხოთ, თუ რუსები შეწყვეტენ თავდასხმებს. ყველასთვის აშკარაა, რომ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია, შექმნას შეთანხმებებისთვის შესაფერისი პირობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში 200-ზე მეტი სპეციალისტი გააგზავნა და ექსპერტთა ჯგუფი რეგიონში მუშაობას გააგრძელებს.
„უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფები რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ, რათა უსაფრთხოების შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდეს. ამ რეგიონში არსებულ ვითარებას გლობალური შედეგები აქვს. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული და ომის შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრისას ყველა ერის ინტერესები – გათვალისწინებული. თანაბრად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა და ამ საკითხის გადაწყვეტას გლობალური მნიშვნელობაც აქვს. სწორი შედეგის მისაღწევად, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და კოორდინირებული მოქმედება. ომის შემდეგ უსაფრთხოება მეტი უნდა იყოს და არა ნაკლები. უკრა