ნახეთ ცვლილებები, რომელიც დღეიდან საქართველოში ამოქმედდა
1756710528
უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი ხმელნიცკის რეგიონში დააკავეს. კლიმენკოს თქმით, დანაშაული ორგანიზებული იყო, შესწავლილი იყო პარუბის გადაადგილების გრაფიკი, მარშრუტი და შემდეგ გაქცევის გეგმა.
შეგახსენებთ, ანდრეი პარუბი 30 აგვისტოს ლვოვში თავდასხმისას მოკლეს.