ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNNავრცელებს.

BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს ახლო აღმოსავლეთში „ხანგრძლივი ომი“ სურს.

„პუტინისთვის ირანში ხანგრძლივი ომი ხელსაყრელია“, - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს. „ენერგორესურსების ფასებთან ერთად, ეს ნიშნავს აშშ-ის რეზერვების გამოლევას და საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებლების რესურსების ამოწურვას. შესაბამისად, ჩვენც რესურსების დეფიციტი გვიჩნდება“.

მან აღნიშნა, რომ აშშ თვეში 60-დან 65-მდე რაკეტას აწარმოებს, ხოლო ირანში ომის პირველ დღეს 803 რაკეტა იყო გამოყენებული.