1759659123
„ყველა შოკირებული იყო...“ - ბრიტანელ მამაკაცს ძუძუს კიბო დაუდგინეს

36 წლის ბრიტანელ მამაკაცს ძუძუს კიბო დაუდგინეს. მან დაავადების შესახებ „The Independent“-ს ესაუბრა.
გამოცემის ცნობით , ყველაფერი მის მკერდზე პატარა კვანძით დაიწყო, რომელსაც თავდაპირველად ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აიძულა ტკივილმა ექიმთან მისვლა. გამოკვლევამ, ბიოფსიამ და მამოგრაფიამ დაადასტურა მისი ყველაზე ცუდი შიშები: მას მესამე სტადიის ძუძუს კიბო ჰქონდა, რომელიც უკვე ლიმფურ კვანძებში იყო გავრცელებული.
მამაკაცს ქიმიოთერაპიის, რამდენიმე ოპერაციისა და სხივური თერაპიის ჩატარება დასჭირდა. ერთ მომენტში ექიმებმა მეოთხე სტადიაც კი იეჭვეს, მაგრამ დიაგნოსტიკური შეცდომა კბილის ინფექციას უკავშირდებოდა. რთული მკურნალობის მიუხედავად, მამაკაცმა დაავადების დაძლევა მოახერხა, თუმცა აღიარებს, რომ ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელება მკურნალობაზე კიდევ უფრო რთული იყო.
„მე 36 წლის მამაკაცი ვიყავი და არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მკერდის კიბო მქონოდა. დიაგნოზის შესახებ ჩემს პარტნიორს და მშობლებს ვუთხარი. ყველანი შოკში ვიყავით“, - აღიარა მან.
დღეს ჯეიმსი ღიად გვიზიარებს თავის გამოცდილებას, რათა ცნობიერება ამაღლდეს: ძუძუს კიბო შეიძლება არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც აწუხებდეს. მისი მიზანია სტიგმის დანგრევა და მამაკაცებისთვის ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდის გაცნობა.