„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
Washington Hilton-ში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. უკვე დაკითხული არიან მისი ოჯახის წევრები.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ინციდენტამდე მანიფესტი დაწერა და ოჯახის წევრებს გადასცა. მასში 31 წლის კოულ ტომას ალენი თავდასხმის სამიზნეებად ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ასახელებს.
ცნობილია, რომ თავდასხმის ორგანიზატორის ძმამ ნიუ ლონდონის პოლიციას მისი განზრახვის შესახებ წინასწარ შეატყობინა, თუმცა ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.
თავდასხმის მიზეზები დაკონკრეტებული ამ დრომდე არ არის, თუმცა ერთ-ერთი ინტერვიუში დონალდ ტრამპმა მომხდარის მოტივად რელიგიური საკითხები დაასახელა.