„ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას“ - მედვედევი

ვლადიმერ პუტინი

"ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას", - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

ТАСС: ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.