გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
უკრაინის პრეზიდენტი რომში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კიტ კელოგთან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი განიხილა.
„ვისაუბრეთ ამერიკული იარაღის შესყიდვასა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე ეს ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ასევე განვიხილეთ ამერიკული იარაღის შეძენის საფასური, ერთობლივი თავდაცვითი წარმოება და უკრაინაში ძალისხმევის ლოკალიზება“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკი და კელოგი იტალიაში უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩავიდნენ.