ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა - მედია

დელსი როდრიგესი

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის ძმა და პარლამენტის თავმჯდომარე, ხორხე როდრიგესი ჯერ კიდევ კარაკასში იმყოფება.

მანამდე, დელსი როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიით აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სიცოცხლის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას ითხოვდა, ხორხე როდრიგესი კი აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არ გამოჩენილა.