თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ
1757014500
ძალიან ცოტა დრო რჩება Wednesday-ს მეორე სეზონის დარჩენილის გამოსვლამდე, ამიტომ თუკი ახალი ეპიზოდების ნახვამდე ჩვენსავით დღეებს ითვლიდით, გაგახარებთ და გეტყვით, რომ სერიალის მომდევნო ოთხ სერიაში ლედი გაგას ვიხილავთ. სულ ახლახან, ნეტფლიქსმა სოციალურ ქსელებში პოპვარსკლავის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „შხამში ჩაფლული ხედვა".
A vision in venom.
— Netflix (@netflix) September 1, 2025
Here’s your first look at Lady Gaga as Rosaline Rotwood. pic.twitter.com/msWK8LzP06
ფოტოზე თეთრ კაბაში გამოწყობილ გაგას გრძელი ქერა თმითა და წარბები აქვს. სურათზე მას თან ახლავს „რაღაცა", უენსდეის უახლესი თანამზრახველი, რომელიც მის მხარზეა მოკალათებული. როგორც ირკვევა, ლედი გაგა Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილში როზალინ როტვუდის — ნევერმორის აკადემიის ერთ-ერთი მასწავლებლის — როლს მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ ახალ ეპიზოდებში გამოჩენასთან ერთად, მომღერალი სერიალთან დაკავშირებულ ახალ სიმღერას - The Dead Dance - გამოუშვებს.
„შესანიშნავი დრო გავატარე Wednesday-ს მეორე სეზონზე მუშაობისას... ძალიან მომეწონა ტიმ ბარტონთან, ჯენასთან და აქ მყოფ ადამიანებთან მუშაობა. მადლობა. აქვე გაცნობებთ, რომ ახალ ეპიზოდებთან ერთად, ჩემი სიმღერა, The Dead Dance, გამოვა", - განაცხადა გაგამ.
ლედი გაგას Wednesday-ს მეორე სეზონში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. ჟურნალ Variety-ს ცნობით, ნეტფლიქსის მცდელობის მიუხედავად, მსახიობად ქცეული მომღერლის უფრო დიდ როლში დამტკიცება ვერ მოხერხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილს ნეტფლიქსზე, ხვალ, 3 სექტემბერს ვიხილავთ.