ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპი 7 ნოემბერს მიიღებს - მხარეები უკრაინის ომსა და ეკონომიკურ-ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

ნკ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში 7 ნოემბერს მიიღებს - ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მხარეები უკრაინის ომსა და ეკონომიკურ-ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, უნგრელმა დიპლომატმა ორი ლიდერის შეხვედრას შტატებისა და უნგრეთის ურთიერთობების ოქროს ხანა უწოდა.