ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დღეს შეიძლება, ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული, ჩვენ უნგრეთი უნდა დავიცვათ

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება შესაძლოა, ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული.

„უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დღეს შეიძლება, ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმება ხვალ შეუძლებელია. ჩვენ დღეს უნგრეთი უნდა დავიცვათ! დღეს არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში! მხოლოდ ფიდესი! წინ, გამარჯვებისკენ!“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უნგრეთის მასშტაბით, საარჩევნო უბნები ამ წუთებში იხურება. ზოგიერთი უბანი ღია იქნება, ვიდრე რიგში მდგომ ყველა ადამიანს არ მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80 პროცენტს მიაღწია. ეს კი 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51 პროცენტს აღემატება. შესაბამისად, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება.