რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი. უნგრეთის პრემიერმა, რომელიც დიდი ხანია აკრიტიკებს უკრაინისთვის გაწეულ ევროპულ სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრესიის ფონზე, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკა.
„უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, აღმოსავლეთის კი არა, ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ. პუტინით ხალხის დაშინება პრიმიტიული და არასერიოზულია. ბრიუსელი კი ხელშესახები რეალობა და გარდაუვალი საფრთხის წყაროა. ეს მწარე სიმართლეა და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა მან.
ორბანმა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ბრიუსელი მისი მთავარი მეტოქის - პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის პოპულარობის ზრდის უკან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დგანან.
„სრულიად აშკარაა, რომ უნგრეთში ნავთობ ბიზნესი, ბანკირები და ბრიუსელის ელიტა ემზადებიან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ორბანმა.